Jump to Content

შეიტყვეთ, როდის, სად და როგორ ვაგროვებთ სურათებს 360-გრადუსიანი ხედით

გაიცანით Street View-ს მანქანების მრავალფეროვანი პარკი და შეიტყვეთ, როგორ ვაგროვებთ 360-გრადუსიანი ხედით გადაღებულ სურათებს მსოფლიო რუკისთვის.

sv-how-it-works

ფოტომასალის წყაროები

Street View-ს ფოტოებს ორი წყარო აქვს — Google და ჩვენი კონტრიბუტორები.

ჩვენი კონტენტი
კონტრიბუტორების კონტენტი

ჩვენი კონტენტი

Google Street View-ს სურათები პეტრადან (იორდანია)

„Street View“-ს ან „Google Maps“-ის კონტენტის მფლობელია Google. ჩვენ ავტომატურად ვახდენთ ჩვენს სურათებზე სახეებისა და სანომრე ნიშნების გაბუნდოვნებას.

კონტრიბუტორების კონტენტი

ფედერიკო დებეტოს მიერ გადაღებული Google Street View-ს სურათები ზანზიბარის რუკაზე

მომხმარებლის მიერ შემოწირული კონტენტი ახლავს დაწკაპუნებად/შეხებად ანგარიშის სახელს და ზოგჯერ პროფილის ფოტოს.

სად ვაწარმოებთ რუკაზე დატანას ამ თვეში

ჩვენ ვმგზავრობთ და ვათვალიერებთ მსოფლიოს გარეშემო, რომ შემოგთავაზოთ სურათები, რომლებიც გააუმჯობესებენ თქვენს გამოცდილებას და დაგეხმარებათ თქვენ გარშემო სამყაროს აღმოჩენაში. თუ გსურთ შეხვდეთ ჩვენს გუნდს, შეამოწმეთ ქვემოთ, როდის იმოგზაურებენ ისინი თქვენ მახლობლად.

Date District

რადგან ბევრი ფაქტორი (ამინდი, გადაკეტილი გზები და ა.შ.) ჩვენზე არ არის დამოკიდებული, შეიძლება ჩვენმა მანქანებმა ვერ იმუშაონ ან მოხდეს მცირეოდენი ცვლილება. გთხოვთ, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ როდესაც სიაში მითითებულია კონკრეტული ქალაქი, მასში შეიძლება შედიოდეს უფრო პატარა ქალაქები ტრანსპორტით სავალ მანძილზე.

გუნდი მოემზადა მსოფლიოს საოცრებების აღმოსაჩენად

ჩვენ მოვინახულეთ საოცარი ადგილები შვიდივე კონტინენტზე და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. გამგზავრებამდე ვითვალისწინებთ არაერთ ფაქტორს, მათ შორის, რელიეფს, კლიმატურ პირობებს და მოსახლეობის სიმჭიდროვეს, რომ მომზადდეს მანქანების სათანადო პარკი და საუკეთესო გამოსახულებები შეგროვდეს.

Street View მანქანა

Street View მანქანა

სურათების შესაგროვებლად მოწყობილობებს შორის ყველაზე ხშირად ვიყენებთ Street View მანქანას, რომელიც სახურავზე კამერების სისტემითაა აღჭურვილი და რომელიც დაგვეხმარა, ფირზე აღგვებეჭდა მსოფლიოს მასშტაბით 16 მილიონზე მეტი კილომეტრი, მათ შორის სურათი, რომელზეც აღბეჭდილია ცხენი, რომელიც მიირთმევს ბანანს.
Trekker

Trekker

შესაძლებელია ამ პორტატიული ვიდეოსისტემის ზურგჩანთასავით მოკიდება ან პიკაპზე, თოვლმავალსა და მოტოციკლეტზე დამაგრება. ეს საშუალებას გვაძლევს, სურათები შევაგროვოთ ვიწრო ქუჩებსა თუ ისეთ ადგილებში, სადაც მხოლოდ ფეხით სიარულია შესაძლებელი — მაგალითად, მაჩუ-პიქჩუს ციტადელი.

Bringing maps to life

After we're done collecting the imagery, it's time to bring it all to your screen. Here's a glimpse of what our team is doing backstage.

სურათების შეგროვება

პირველ რიგში, რეალურად უნდა მივიდეთ და გადავიღოთ ადგილები Street View-ში საჩვენებლად. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის, ამინდსა და დასახლების სიმჭიდროვეს სხვადასხვა ადგილებში, რათა განვსაზღვროთ, როდის და სად შევძლებთ საუკეთესო სურათების შეგროვებას.

სურათების დალაგება

იმისათვის, რომ თითოეული სურათი რუკაზე გეოგრაფიულ ადგილს შევუსაბამოთ, ვიყენებთ მანქანის სენსორებიდან მიღებული სიგნალების კომბინაციას, რომელიც ზომავს GPS-ს, სიჩქარესა და მიმართულებას. ეს გვეხმარება, აღვადგინოთ მანქანის ზუსტი მარშრუტი, გადავხაროთ და თავიდან დავალაგოთ სურათები, საჭიროების მიხედვით.

ფოტოების გადაკეთება 360 ფოტოებად

360-გრადუსიან ფოტოებში წყვეტების ასაცილებლად, მეზობელი კამერები იღებს ურთიერთგადამფარავ სურათებს, შემდეგ კი ჩვენ „ვაკერებთ“ ფოტოებს და ვიღებთ ერთ 360-გრადუსიან სურათს. ამის შემდეგ ვიყენებთ სურათის დამუშავების სპეციალურ ალგორითმებს, რათა შემცირდეს „ნაკერები“ და შეიქმნას უწყვეტი გადასვლები.

თქვენთვის სწორი სურათის ჩვენება

იმისდა მიხედვით, თუ რა სისწრაფით აირეკლავს მანქანის ზედაპირი ლაზერის გაშვებულ სხივს, ვადგენთ, თუ რამდენად შორსაა შენობა ან ობიექტი. ეს კი გვეხმარება, შევქმნათ სამყაროს 3D მოდელი. როდესაც მოძრაობთ მოშორებულ ადგილზე Street View-ს მეშვეობით, ეს მოდელი განსაზღვრავს საუკეთესო პანორამას ამ მდებარეობის საჩვენებლად.

Play silent looping video Pause silent looping video
Play silent looping video Pause silent looping video
Play silent looping video Pause silent looping video
Play silent looping video Pause silent looping video

სად ვართ ნამყოფი

რუკაზე ლურჯი არეები გაჩვენებთ ადგილებს, სადაც Street View ხელმისაწვდომია. გაადიდეთ მასშტაბი, თუ გსურთ, რომ უფრო დეტალურად ნახოთ, ან დაათვალიერეთ Google Maps-ის მეშვეობით.