Jump to Content

აჩვენეთ თქვენი ბიზნესი შიგნიდან და გარედან

ფოტოები და ვირტუალური ტურები ეხმარება ადამიანებს ამა თუ იმ ბიზნესის მოსანახულებლად გადაწყვეტილების მიღებაში. გააფართოვეთ თქვენი ინტერნეტ-წარმომადგენლობა და წარმოაჩინეთ თქვენი ბიზნესი საუკეთესო მხრით როგორც შიგნიდან, ისე გარედან. Street View-ს კადრების თვალიერებისას შეატყობინეთ კლიენტებს, რას უნდა ელოდონ, სანამ ისინი სტუმრად გეწვევიან.

Show_your_business_.webp
  • 100-ზე მეტი

    ქვეყანა და ტერიტორია Street View-ში

  • 1 მილიარდზე მეტი

    მომხმარებელი ყოველთვიურად Google Maps-ზე

  • 200 მილიონზე მეტი

    ბიზნესი და ადგილი Google Maps-ზე

business-hero-line-image
Google Street View-ს 360-გრადუსიანი ხედი მაღაზიის ვიტრინაზე

შეატყობინეთ ადამიანებს, რას უნდა ელოდონ თქვენი მაღაზიის ვიტრინის 360-გრადუსიანი ხედიდან

შექმენით ღია სივრცის კადრები, რომ სტუმრებს თქვენი საცხოვრებელი დაათვალიერებინოთ და აჩვენოთ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა ავტომობილის პარკირება, ან არის თუ არა ხელმისაწვდომი შესასვლელი ინვალიდის სავარძლისთვის.
Google Street View-ს შიდა ტური 360-გრადუსიანი ხედით ზანზიბარის ბუტიკში „Wonders“

გახადეთ გამორჩეული თქვენი ბიზნესი ვირტუალური ტურის მეშვეობით

შეიყვანეთ კლიენტები შიგნით, რომ დაეხმაროთ, შეიგრძნონ თქვენი ბიზნესი და მიხვდნენ, რას სთავაზობთ, სანამ ადგილზე მოვლენ. გადუღეთ სურათები თქვენს ობიექტებს, პროდუქტების თაროებს და მენიუებს და თვითონვე ან პროფესიონალის დახმარებით გამოაქვეყნეთ Street View-ზე.
Google Street View-ს ბიზნეს-მაღაზიის ვიტრინა Getty Images — Tinpixels-ისგან

ხშირად გამოცვალეთ კადრები და დაბრუნების სურვილი გაუჩინეთ დამთვალიერებლებს

ახლახან დაასრულეთ გადალაგება თუ ახალი პროდუქტების შეთავაზება დაიწყეთ? განაახლეთ თქვენი ფოტოები Street View-ზე. გააკონტროლეთ თქვენი სურათები ონლაინ — რეგულარულად შეატყობინეთ კლიენტებს ცვლილებებისა და საინტერესო შეთავაზებების შესახებ.
business-card-line-image

როგორ დავიწყოთ

  • შეიძინეთ კამერა ან დაიქირავეთ პროფესიონალი

  • შექმენით თქვენი კადრები

  • გამოაქვეყნეთ თქვენი კადრები